“ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა

“ქართული ოცნების“ ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას სააკაძის ქუჩაზე შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდიდან ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, მოქალაქეებს სააკაძის ქუჩაზე შეხვდა. შეხვედრამდე კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და სააკაძის ქუჩებზე მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრაზე დავით ჭელიძემ საარჩევნო პროგრამის მთავარ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. „ამ უბანში ძალიან კარგი და თბილი ხალხი ცხოვრობს, აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია ამ ადამიანების სურვილები და საჭიროებები. ამ უბნის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურია ს დღეს და მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერსაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის აქვს ძალა და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და განავითაროს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა დავით ჭელიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე.
Previous: საქართველოში აკრედიტებული ელჩის ქმედებები მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და მათი მთავრობები, უნგრეთისა და ს გამოკლებით, პირდაპირ იმართებიან „დიპ სტეიტის“ მიერ, ამიტომ, ამ ელჩების გამოცვლას აზრი არ აქვს – ერთ ელჩს მეორე შეცვლის, ან ისეთივე აგენტი, ან კიდევ უფრო უარესი

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”