სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც რუსეთიდან გაზს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ყიდულობენ

სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც დან გაზს საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები ყიდულობენ, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის განცხადებით, მის ქვეყანას რუსული ენერგორესურსების შეძენის გარდა სხვა ვარიანტები არ აქვს.
„სხვა ვარიანტები არ გვაქვს, რომ მომარაგება მდგრადი და ასევე, ფასიც ხელმისაწვდომი იყოს. დივერსიფიკაციას დრო სჭირდება. ამიტომ, გარკვეული თანაგრძნობის გამოხატვის მოწოდებით გამოვდივართ“, – განაცხადა იურაი ბლანარმა.
მისი თქმით, „სლოვაკეთის კრიტიკა ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები 30%-ით გაიზარდა“.
„საფრანგეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები. ამიტომ თუ დააკვირდებით, სურათი შავ-თეთრზე უფრო ფერადია“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.