უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე.
„მოლაპარაკებების დროს, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და მე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული სფეროები, საფრთხეები, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. შევთანხმდით, რომ ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ავაშენებთ“, – წერს ზელენსკი.
წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგმავდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სირიასთან, სადაც 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად