ეს დაბარება იყო კულმინაციური მომენტი – მაია ბითაძე გერმანიის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებაზე

ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე გაკეთდებოდა ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, საქართველოს ელჩს რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას.
ის ასევე გამოეხმაურა 27 ელჩის განცხადებას. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი ახლა საკუთარი პოზიციების დაცვის რეჟიმშია.
“ამ შემთხვევაში მოუწია ევროკავშირის დიპკორპუსს საკუთარი პოზიციების დაცვა. დაცვა, რომ გიწევს პოზიციების ისეთ მეგობრულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა უკვე არ არის კარგი და ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც გეშლება დიპლომატიაში. მეორე, რატომღაც დაიჯერა ზოგიერთმა ელჩმა, რომ არის ქართველებზე მეტი ქართველი და საქართველოს მოქალაქეებზე მეტად უყვარს ჩვენი სამშობლო ან უფრო მეტად ახსოვს საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ. ასე, რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ. და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იქნა ელჩი დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ეს ყველამ კარგად უნდა აღიქვას, რომ ჩვენ რადგან გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ პატივი ეცეს ჩვენს ინტერესებს. და თუ ვინმეს დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე იქნებოდა გაკეთებული ნებისმიერი სხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩს, რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, სასამართლო პროცესების თანამონაწილე ყოფილიყო და ა.შ.“,- განაცხადა მაია ბითაძემ გადაცემაში “იმედი LIVE”.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების გარკვეული ნაწილი შეპყრობილია სიძულვილით საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში