ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე – სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ ქრთამის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაულია, ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, არის უკანონო დაპირება

ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე – სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ ქრთამის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაულია, ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, არის უკანონო დაპირება
არსებობს სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო სისტემას ემსახურებიან საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, არის უკანონო დაპირება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება იყო სისხლის სამართლის დანაშაული.
„საუბარი იყო სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე და ამის სანაცვლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზება გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: 2 წლის წინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ეს იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელებაა

ასევე დაგაინტერესებთ

ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს