გპირდებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არა ერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი

გპირდებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არა ერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ – ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი
“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომის უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად, პარტია „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან, გინესის რეკორდსმენთან, გიორგი ტალახაძესთან და ოლიმპიური თამაშების პრიზიორთან, რევაზ ლაშხთან ერთად, შეხვედრა ვაშლოვანის, ე.წ ჩარხისწყლის და არდაგანის დასახლებაში გამართა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ქალაქის N1 (1,2,3 საარჩევნო უბანი) ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ იობაშვილი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბორჯომში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს როგორც ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონების მოწყობას, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ბოლო წლებში 15-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია სამუშაოები”- აცხადებს გელაშვილი.
მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს, რათა ქალაქი უფრო მეტი ტურისტის საყვარელ ადგილად აქციოს.
ასევე, დაგეგმილი აქვთ სოციალური პროგრამის დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა

ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები, განპირობებულია იმ დავალებებით, რომლებიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის – „დიფ სტეიტისგან“

დასაგმობია რიგი ევროპელი დიპლომატების, “დიპ სტეიტის” აგენტების და “ნაცბაბლის” სამარცხვინო შეცხადება, თურმე, როგორ აკადრეს და საქართველოს შიდა საქმეებში ხელების ფათურის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ესა თუ ის ე.წ. ელჩი