საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.
პრემიერი სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ამ დროისთვის საეპისკოპოსო სასახლის სატრაპეზოს შიდა სივრცისა და ფეიქარ-ხანის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ტაძრის გუმბათზე აღიმართა დიდი თითბრის ჯვარი, შესრულდა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.
აღდგა საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის სახურავი. ასევე სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
Previous: ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება