დიმიტრი პესკოვი – მოსაზრება, რომ უკრაინას რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია – განცხადება, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის ხედვის გავლენით გააკეთა

მოსაზრება, რომ ს რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„არ უნდა დაივიწყონ, რომ ყოველ დღე, როდესაც უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, მათი პოზიცია უარესდება. ეს რეალურ ვითარებას წარმოადგენს და ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკა ამას ადასტურებს. მოსაზრება, რომ უკრაინას რაიმეს დაბრუნება შეუძლია, მცდარია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკა ამას ადასტურებს“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ს „ხედვის გავლენით გააკეთა“.
„როგორც ჩვენ გვესმის, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და ზელენსკის მიერ წარმოდგენილი ხედვის გავლენით გაკეთდა. ეს ხედვა არსებული ვითარების შესახებ ჩვენს შეხედულებას სრულიად ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და უკრაინას შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს.
„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/ს სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ – იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა. რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.