საფრანგეთში სურთ 18 წლამდე ბავშვებს ღამით სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალონ

საფრანგეთის სენატის კომისიამ 22:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ციფრული კომენდანტის საათის დაწესებისკენ მოუწოდა, რომლის დროსაც 18 წლამდე მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
საფრანგეთის პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი ღონისძიება ეფექტური იქნება სოციალური მედიის მიერ მიყენებული ზიანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ანგარიშში ჯერ არ არის მითითებული, თუ როგორ გააკონტროლებენ კომენდანტის საათს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა