გრიგალაშვილი: ასეთ დროს ძაღლზე ძალადობისთვის ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური

ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.
თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.
პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა.
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტს ეხმიანება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 10 იანვარს შეუფარდა.