სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
მეფე ერეკლეს ძეგლი გახსნეს დღეს ქოცებმა. თბილისელმა და სამტრედიელმა კაცმა გახსნა და ისე კი რა გაუხდათ მეფე ერეკლეს ძეგლი, კახელებისთვის მაინც გაეხსნევინებინათ..
ჰოდა პატარა კახის ამბავს, თბილისელ, სამტრედიელ და დანარჩენ დიდქოცობას, კახელები მოვუყვებით რომ იცოდნენ..
იცით ამ ორ ძეგლს შორის რა განსხვავებაა?
თელავში ძეგლი რომ დგას, მის ხმალს ხომ ხედავთ როგორი გამოკვეთილია?
რატომ იცით?
15 წლის იყო,
ლეკები რომ შემოესივნენ ქიზიყს და ქიზიყელების მცირე ლაშქართან ერთად, ალაგმა ლეკები,
მას შემდეგ, ხმალი ხელიდან არ გაუგდია.
78 წლის გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება ხმლით იბრძოდა.
რომ გარდაიცვალა, ტანზე ადგილი არ ჰქონდა, ზედ ჭრილობა რომ არ ჰქონოდაო,
ჟამთააღმწერები წერდნენ.
და ქოცებმა რა ქნეს?
რა ქნეს და ხმალი ჩამოართვეს მეფე ერეკლეს,
პატარა კახს,
რომლის ხალხურ ლექსებსა თუ ამბებში,
ყველგან იბრძვის,
ყველგან ან ჯაჭვის პერანგი აცვია
ან ხმალამოღებული იბრძვის.
რუსებმა ცუდად არ გაგვიგონ ხმალს თუ ხელში დავაჭერინებთ, ემანდ არ იფიქრონ ბრძოლას ნიშნავსო ეგო, იფიქრეს ქოცებმა
და ხმალი ჩამოართვეს პატარა კახს,
შინაგანად მრცხვენია მეფე ერეკლეს წინაშე.
იცით რა განწყობით ვარ?
ძაღლები კუდებს რომ ამოიძუებენ,
საცოდავად რომ წკავწკავებენ,
თან უკან-უკან იყურებიან,
კიდევ არ მცემონო,
აი ეგ ქნა ახლა ქოცობამ,
რუსების შიშით,
მეფე ერეკლეს ხმალი ჩამოართვა
და მთელი ცხოვრება მეომარი მეფესგან,
არაფერი დატოვა,
კუდამოძუებული გაჰყურებს რუსეთს.
მინდა შევახსენო ქოცობას,
რომ ისტორია არ გვეუბნება
მეფე ერეკლემ რუსებს ჩაგვახუტაო,
ისტორიის ზოგიერთი წყარო გვეუბნება,
მეფე ერეკლემ საერთოდაც გადაიფიქრა,
მაგრამ სადაც გეორევსკის ტრაქტატი დაადებინეს,
გარეთ რუსის ჯარს ალყაში ჰყავდა
მეფე და მისი ამალა,
რომ არ გადაეფიქრებინაო.
გეორგევსკის ტრაქტატის შემდეგ
კი ისტორია იმას გვეუბნება,
რომ რუსებმა გადაგვიარეს და მოგვსპეს,
მეფე ერეკლე მეფის შვილთაშვილმა
დაგვიწერა
“ბედი ქართლისა”
და გვითხრა,
ღირდა კი რუსებთან შეერთებაო,
რაზეც თავის თავს უპასუხა:
“რა ხელყრის პატივს
ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული”.
კიდევ რას გაგახსენებთ იცით?
მეფე ერეკლეს შვილთაშვილი ჰო იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი,
რომელსაც გამიზნულად არაფრად აგდებდა დამპალი რუსული იმპერია,
სადღაც, ქვეყნიდან გარიყული ჰო მოკვდა
მეფე ერეკლეს შვილიშვილი
და ისეთ გაჭირვებაში აცხოვრებდნენ
მეფის შვილიშვილს,
(ნიკოლოზ ბარათაშვილის
დედას),
ნიკოლოზი განჯაში რომ გარდაიცვალა, მეფის შვილიშვილს, ფული არ ჰქონდა,
შავები ჩაეცვაო
და აროგორ მძულს ამის გამო დამპალი რუსული იმპერია!
და როგორ მძულს ის ხალხი,
რომელმაც მეფე ერეკლეს
ხმალი ჩამოართვა,
ისტორია გაუყალბა
და რუსეთუმეობა დასწამა!
63 წელი, ხელიდან არ გაუგდია ხმალი მეფე ერეკლეს
და იბრძოდა ქვეყნის გადასარჩენად,
63 წელი..
ქოცებმა, ქოცობის ბატონობის 13 წლის თავზე, მეფე ერეკლეს ხელიდან ხმალი გამოსტაცეს და ცხენზე ჯაჭვის პერანგის ამარა აამხედრეს..
ჯაჭვის პერანგი და აღჭურვილობა თუ აქვს მეფე ერეკლეს,
ხმალი რა უყო,
კითხვა რატომ არცერთმა არ დასვა?!
ქოცთა ბატონობის სირცხვილიანი 13 წელი…
