ერთ კვირაში დრონებით მეორე შეტევა იყო „გაზპრომის“ ქარხანაზე ბაშკირეთში

დღეს, 24 სექტემბერს დილით აფეთქებები იყო ს ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს კომპანია „გაზპრომის“ ქარხანას.
ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის, რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“ იყო და „უპილოტოების მორიგი ტერორისტული შეტევა” და „იღებენ ზომებს ხანძრის ჩასაქრობად”.
ხანძრის მასშტაბი და სხვა ზიანი ხაბიროვს არ დაუკონკრეტებია. რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ხანძრით გამოწვეული დიდი კვამლი ჩანს.
„გაზპრომის” ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 18 სექტემბერსაც.
„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა და რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი