კახა კალაძე – გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომელმაც დებატებში გამოიწვია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.
„საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“,-განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.
„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ, ეს არის ძალიან მარტივი”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.