ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ს შეუძლია ტერიტორიები დაიბრუნოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, ევროკავშირის მხარდაჭერით ს შეუძლია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის შემდეგ.
ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდნენ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ს ეკონომიკა ინგრევა, უკრაინა კი კარგად ართმევს თავს დიდი არმიის შეჩერებას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საჭიროა რუსეთზე მეტი ზეწოლა და მეტი სანქციები.
ზელენსკისთან საუბრის შემდეგ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინა-ს სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის გაცნობის, სრულად გაგებისა და რუსეთისთვის შექმნილი ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ ფიქრობს, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შეუძლია იომოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით და „ვინ იცის იქნებ უფრო შორსაც წავიდეს”.
ტრამპის თანახმად, დროის არსებობის, მოთმინებისა და ევროპის, კერძოდ, ნატოს ფინანსური მხარდაჭერით სრულიად შესაძლებელია შენარჩუნება თავდაპირველი საზღვრების, საიდანაც ეს ომი დაიწყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში