უკრაინის მიერ ყველა ტერიტორიის დაბრუნების შესახებ ს განცხადებაზე – გამიკვირდა, მაგრამ ეს ძალიან დადებით სიგნალია

უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტ ს განცხადებას, რომ ს შეუძლია დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, ძალიან პოზიტიურ სიგნალად აფასებს.
Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ისეთ პოზიციაშია, რომ შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა :
“ცოტათი. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ -ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას ძალიან დადებით სიგნალად მიიჩნევს.
„ვხედავ – დიახ, ეს ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, მართალი ხართ – მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში