ბალტიის ტურნეს ფარგლებში ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ჩავიდა ესტონეთში, რათა გააძლიეროს თავისი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიღების ძალისხმევა.
ზელენსკი ტალინში ლიეტუვიდან ჩავიდა. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი .
“დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ახლო მეგობრებს და მოკავშირეებს, ზელენსკის და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ უკრაინისთვის ძლიერი სათქმელი და დასტური გვაქვს, რომ მყარადაა მათ გვერდით და ერთად ამ ომში გავიმარჯვებთ”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგულ ცახნა პლატფორმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ტურნე ბალტიის ქვეყნებში მოულოდნელად გამოცხადდა და მოიცავს ვიზიტს ლატვიაშიც. ზელენსკის თქმით, ტურნე ეხება სამხედრო დახმარების, უკრაინელი სამხედროების წვრთნისა და განაღმვის ერთობლივი სამუშაოების საკითხებს.
ბალტიის ქვეყნები უკრაინის ახლო მოკავშირეები არიან მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში იქ შეიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია