ბექა დავითულიანი დანიის ელჩის განცხადებაზე – ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, ფეიკ ნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის

დანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქად მოიხსენია, მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.
მისი თქმით, დიპლომატს “ზედმეტი მოსდის “, ხოლო მისი, ეს განცხადება ქვეყანაში რადიკალური შეხედულებების გაძლიერებას ემსახურება.
“საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს, სამწუხაროდ, ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს. ეს გადაცდომა არ არის, ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ყალბი ნიუსის გავრცელება, პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს, საქართველოში ამის არც უფლება აქვს და, არც არავინ ეკითხება. ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს. მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავს უფლებას, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში