დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია – დიპლომატის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა

საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემა დანიის ელჩის განცხადება გახდა, რომელმაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქად მოიხსენია.
დიპლომატი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქონება 90-იან წლებში, რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ, ანე ტოფტ სორენ-სენი ადგილობრივ მედიაში წერს. ბლოგში ელჩი საქართველოში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს.
ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ აღნიშნული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩს უწყებაში დაიბარებს, რაც კიდევ ერთი დასტური იქნები იმის, რომ მისი განცხადება მართალია.
“ბიძინა ივანიშვილი რომ ოლიგარქია, ამ მოცემულობაში, არ უნდა იწვევდეს კითხვებს. არ გამიკვირდება, რომ დანიის ელჩი დაიბაროს საგარეო უწყებამ, რაც კიდევ ერთი აღიარება იქნება იმის, რომ ის, რაც მან დაწერა, სიმართლეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას არ ექნებოდა დეოლიგარქიზაციის ვალდებულება”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტიკური აქტორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე საუბარი, გახშირდა.
“პოლიტიკური აქტორები, უფრო და უფრო, ღიად საუბრობენ ქვეყნის შიგნით ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე დიპლომატიურ წრეებში, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ოლიგარქი, რაც კატეგორიულად შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. შესაძლოა, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, ვიხილოთ სანქციების მორიგი პაკეტი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან