ცაგარეიშვილი რელიგიის კანონზე: აუცილებელია, რათა ახალ სილიბისტროებს ლაგამი ამოვდოთ

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის თქმით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრება აუცილებელია, რათა “ახალ სილიბისტროებს ლაგამი ამოსდონ”.
“ჩვენ ამ კანონპროექტს თებერვალში დავარეგისტრირებთ, განვიხილავთ და მივიღებთ. როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ახალ სილიბისტროებს რაღაც ლაგამი ამოვდოთ […] იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი კონფესიისა და ეროვნების ადამიანი მხარდამხარ ცხოვრობს და ისეთ საქართველოს ქმნის, როგორიც ახლა ჩვენ გვიყვარს – მგონი, აქ ასეთ ავაზაკურ გამოხტომებსა და ანტირელიგიურ მიმართებას ადგილი ვერ ექნება”. – თქვა ცაგარეიშვილმა.