გიტანას ნაუსედა – იმედია, აშშ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს

იმედია, საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„მსურს, რომ აშშ, ჩვენი უდიდესი პარტნიორი, საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ არაკონსტრუქციულია. უნდა დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ სიტყვებით, ლოცვებით ან კეთილი ნებით არაფრის მიღწევა მოხდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მისი თქმით, „ნატო-ს უდიდეს ქვეყნებში ჯერ კიდევ არ ესმით, რომ პუტინის ამბიციას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება წარმოადგენს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს გეგმებს წინააღმდეგობას გავუწევთ. ვფიქრობ, ნატო-ს უდიდესი ქვეყნები ხვდებიან, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და მშვიდობის თავიდან აცილებას ნებისმიერ ფასად შეეცდება“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.