საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ის 1998-2004 წლებში განათლების მინისტრი იყო.
„სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.




