სეულში არ გამორიცხავენ, რომ ფხენიანი რუსეთს მიჰყიდის ტაქტიკურ მართვად რაკეტებსაც

ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტების გარდა, შესაძლოა, რუსეთს მიჰყიდოს ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ს განუცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა.
-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა ში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ფხენიანისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.
9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ს მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, , უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ 10 იანვარს განაცხადა, რომ მუშაობენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ნაყიდი რაკეტების გამოყენების მყარი მტკიცებულებების მოპოვებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს