ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ინფორმაციით, -სა და უკრაინის პრეზიდენტები, და ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდებიან. შეხვედრა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასამბლეაზე მრავალი ორმხრივი შეხვედრა შედგება, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად შეხვდებიან ასევე უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედები, ოლენა ზელენსკა და მელანია ტრამპი.
“ბიზნესი, ტექნოლოგია, თავდაცვა, შეთანხმება მინერალებზე. ამას დიდი ეკონომიკური შეხვედრა მოიცავს. ასევე შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან. ამასთან, დიდი ალბათობით, [შედგება] უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედების შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხთან, ბავშვებთან დაკავშირებით”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის ტქმით, ენდომებოდა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და ს წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაბამის გზავნილებს მიიღებს.
“ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის საფუძველი მოვამზადეთ, რომლის მხარდასაჭერად ევროპა მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ც ახლოს იქნება. მრავალი დისკუსია გავმართეთ, იყო დიალოგი სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, ჩვენი არმიებისა და გენშტაბების ხელმძღვანელობის [დონეზე] ევროპელებთან, ამერიკელებთან. შედგა შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის და ნათქვამია, რომ შესაბამის საკითხებს ნიუ-იორკში ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილავთ”. – თქვა ზელენსკიმ.