აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა.
საგანმანათლებლო პროგრამა – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის.
გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება.
მასში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ, გამრჯვება 16 მასწავლებელმა მოიპოვა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი