პანდემია არსად გამქრალა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება – ამირან გამყრელიძე

„დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის“ წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის“ „შვილები“არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ