პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან – დონალდ ტრამპი

პუტინი და სი ძინპინი ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჯო ბაიდენს 2 წინადადების გადაბმა არ შეუძლია და იგი პუტინთან და სი ძინპინთან, ყველა ამ ძალიან ჭკვიან ადამიანთან, ჩვენ ბირთვული იარაღით წარმოგვადგენს. მედიას სძულს, როცა ვამბობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მაგრამ ნება მომეცით ვთქვა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ძალიან ცბიერები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ ჰქონია.
„კიდევ ერთხელ გადახედეთ ომებს, მე არ დამიწყია, მე ომებში არ ვმონაწილეობდი. ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ 100%-ით გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯარისკაცები სახლებში დავაბრუნეთ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია