რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს არანაირი ფორმით არ აქვს წარმატების შანსი

რადიკალურ ოპოზიციას 4 ოქტომბერს არანაირი ფორმით არ აქვს წარმატების შანსი
ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. რაც შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად თხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან“, – განაცხადა ირაკლი მ.
Next: საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია – ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე