დონალდ ტრამპი 23 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 23 სექტემბერს სიტყვით გამოვა.
„ასევე, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ამასთან, ხვალ დონალდ ტრამპი კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლიდერებთან ერთად სამიტს გამართავს.
