ზაზა თავაძე – „ოცნებას“ ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ამის ნათელი მაგალითია -კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები კონტროლს დაუქვემდებარონ

კორუფციაში ჩაფლულ „ოცნებას“ დღეს უკვე ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ , – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე აცხადებს.
მისი თქმით, ამის მაგალითია „–კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ და ამით მეტი ფული მოიპარონ“.
„კორუფციაში ჩაფლულ „ოცნებას“ დღეს უკვე ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. ,,ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ხალხის ფულის მითვისებისთვის საკუთარ გუნდში სისხლის დაღვრასაც არ მოერიდა, დღეს უკვე ვეღარ ინიღბება!
ამის ნათელი მაგალითია კობახიძე-კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ და ამით კიდევ მეტი ფული მოიპარონ. ,,ოცნების” რეჟიმის ეს შიდაკულუარული გადანაწილების ბინძური ბრძოლა გვაჩვენებს, რომ „ოცნება“ კორუფციაზე აშენებული რეჟიმია, ხოლო საზოგადოება ამას ყველაფერს უკვე ნათლად ხედავს!
ყველანი არჩევნებზე 4 ოქტომბერს, რათა მუნიციპალურ დონეზე პირწმინდად გამოვაცალოთ ,,ოცნების” კორუმპირებულ რეჟიმს მშენებლობებში პირდაპირი აღებ-მიცემობის და ,,ატკატების” მავნე პრაქტიკის ბერკეტები!“,- აცხადებს თავაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ