მაიკ უოლცი – აშშ და მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ – რუსეთმა სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს

აშშ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.
„სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ნატო-ს საჰერო სივრცე კიდევ დაარღვია“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
უოლცმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„აშშ და ჩვენი მოკავშირეები ნატო-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს