“აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან” – გიორგი ჩიკვაიძის დედა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი წერს, რომ მის შვილს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ოჯახი ამას უკავშირებს ჩიკვაიძის ინტერვიუს TV პირველთან, სადაც ის საუბრობს საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ ქოლ-ცენტრებზე.
“დაიწყეს ზეწოლა ჩემს შვილ პოლიტპატიმარ გიორგი ჩიკვაიძეზე გლდანის მე 8 დაწესებულებაში….მას აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან,რასაც თვითონ და ოჯახი უკავშირებს გადაცემა”ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ მის რეპორტაჟს….ეს აკრძალვა დაუწესეს პატიმარს,რომელიც ეტლს მიაჯაჭვეს ციხეში….ასე დაიწყო თავისი საქმიანობა გლდანის მე 8 დაწესებულების ახალმა დირექტორმა რ ა მ ა ზ ფ ი რ ც ხ ა ლ ა ვ ა მ. არ გირჩევთ ასეთ საქციელს”, – წერს ეკა წერეთელი.
20 სექტემბერს, “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერმა ჩაწერა ინტერვიუ მსჯავრდადებულ გიორგი ჩიკვაიძესთან. ჩიკვაიძე ამბობს, რომ ს უშიშროების სამსახური საქართველოში ამუშავებს ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომელთა მიზანია -ს ფედერალური ბიუროს თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათზე კიბერ-თავდასხმების ორგანიზებაა. ჩიკვაიძე ირწმუნება, რომ ეს ქსელი საქართველოში 2 წელზე მეტია მოქმედებს. მისივე თქმით, 4 ოქტომბრამდე – თვითმმართველობის არჩევნებამდე ის პერიოდულად გაასაჯაროებს ამ ქოლ-ცენტრების და მათი ხელმძღვანელი პირველის მისამართებს, რათა მედიამ ამ ინფორმაციის გადამოწმება შეძლოს. ჩიკვაიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ჯერ კიდევ დაკავებამდე დეტალურად მიაწოდა აშშ-ს საელჩოს საქართველოში.
“ნეტგაზეთი” გლდანის მე-8 დაწესებულების მიერ ჩიკვაიძისთვის პირისპირი პაემნების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ისე იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურებს. ორივე წყება ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. “ქართული ოცნების” ყოფილ მოკავშირე ბიზნესმენსა პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. კონკრეტულად, უწყების ვერსიით, ჩიკვაიძემ მოატყუა ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია. 7 მაისს, გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამავე თემაზე:
· “არ მინდა, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე” – რატომ არ ასაჯაროებს ჩიკვაიძე ყველა სამხილს ივანიშვილის წინააღმდეგ
· დაკავების შემდეგ მაიძულებდნენ მეთქვა, რომ აშშ-ის საელჩო მაძლევდა დირექტივებს – ჩიკვაიძე
· მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე – ჩიკვაიძე
· ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე