რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარა „ანტიტერორისტული წვრთნები“

რუსმა სამხედროებმა „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება ჩატარდა „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“. ამავე ცნობის მიხედვით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით.
საქართველოს თავის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ აქვს გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ