ილჰამ ალიევი: დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ამბობს, რომ “დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით”. ალიევმა განცხადება ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
“ახალი ამოცანები, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ახალი ეპოქის ამოცანებია. ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი ამოცანა, როგორც თქვენ ახსენეთ, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენით და სექტემბრის მოვლენები, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნას ამოღებული საერთო კონტექსტიდან”, – თქვა ალიევმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი იყო 2003 წელი, როდესაც ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდიდანაა ის ქვეყნის პრეზიდენტი.