კახა კალაძე – ის სქემა გაშიფრულია, რომლითაც, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა – ახლა უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა

ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის, საზოგადოების გახლეჩისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა – ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ.
კალაძის თქმით, „ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება, სიახლე არ არის“.
„ის სქემა უკვე გაშიფრულია, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების, „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოსული თანხები რევოლუციების მოწყობის მცდელობას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ეს სქემა მთლიანად გაშიფრულია. ახლა უკვე უნივერსიტეტების გავლით დაიწყეს თანხების შემოტანა, თუმცა ყველაფერს მიეხედება. ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.
[ბაჩიაშვილის მხრიდან აქციების დაფინანსება] სიახლე არ არის. თვითონაც არ უარყოფდა. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ამით ცდილობდა, რომ თავისი დანაშაული როგორმე გადაეფარა“,- განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას და აღნიშნა, რომ „არაფერი არ მოხდება, 4 ოქტომბერს ერთადერთი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება“.