შალვა პაპუაშვილი კითხვაზე: ვინ უქმნის რუსეთის გარდა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს – ევროკავშირის ელჩიც კი ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით

რომელი ერთი დაგისახელოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ვინ უქმნის ს გარდა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს.
პაპუაშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის ყველა, ვინც ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში 2024 წელს, მათ შორის, თავად ევროკავშირი, მისი ელჩის სახით, რომელიც ერეოდა საქართველოს არჩევნებში, აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ევროკავშირის ელჩმა შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი, გახსოვთ, ამაზრზენი უწოდა მას. რა თქმა უნდა, მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიასა თუ ტაქტიკაზე, ნიშნავს, რომ ის კამპანიაშია ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ. რომელი ერთი დაგისახელოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.