აზერბაიჯანი რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული ცენტრია – ალიევი

“აზერბაიჯანის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ ცენტრად აქცევს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ აზერბაიჯანულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ბაქოში ტარდება.
მისი თქმით, “საშუალო დერეფნით სატრანზიტო ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემდეგ. ქვეყანაში შექმნილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბაქოს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის პორტი, ალიათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა და თანამედროვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ინვესტორებს მსოფლიო ბაზრებზე პირდაპირ წვდომას და მაღალი ეფექტიანობის ტრანზიტს სთავაზობს. ამასთანავე, სპეციალური ეკონომიკური ზონები, თანამედროვე სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა წარმოების, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკის, ციფრული მომსახურებებისა და მომგებიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მზა პლატფორმებს უზრუნველყოფს”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში