Nvidia-მ შესაძლოა ბრიტანულ სტარტაპ Wayve-ში 500 მილიონი დოლარი ჩადოს

Nvidia Corp.-მა შესაძლოა 500 მილიონი დოლარი ჩადოს Wayve-ში, ბრიტანულ სტარტაპში, რომელიც ჩართულია ავტონომიური მართვის სისტემების განვითარებაში.
Wayve-ის განცხადების თანახმად, კომპანიებმა ხელი მოაწერეს განზრახულობის წერილს ასეთი ინვესტიციების შესაფასებლად.
Nvidia უკვე არის Wayve-ის ინვესტორი, რომელთანაც 2018 წლიდან თანამშრომლობს და მისი სისტემებისთვის ჩიპებს აწვდის. ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო ს საინვესტიციო რაუნდში, რომელმაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიზიდა. წამყვანი ინვესტორი იაპონური კონგლომერატი SoftBank Group იყო.