გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იემენელ „ჰუსიტებს“ მოუწოდებს, შეწყვიტონ თავხედური თავდასხმები წითელ ზღვაზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
რეზოლუცია 11 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს, თავი შეიკავა ორმა ქვეყანამ – რუსეთმა და ჩინეთმა.
„რეზოლუცია მოითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ შეწყვიტონ საერთაშორისო სამართლის დარღვევა. შეერთებული შტატები მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ შეერთებული შტატებისა და იაპონიის რეზოლუციის მიღებას, რომელიც გმობს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს. რეზოლუცია ცალსახად მოითხოვს, რომ “ჰუსიტებმა“ შეწყვიტონ თავდასხმები და ხაზს უსვამს საბჭოს მხარდაჭერას წითელ ზღვაში ყველა სახელმწიფოს გემების სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლებებისადმი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა გაერო-ში -ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.
მან ასევე ირანი „ჰუსიტების“ დახმარებაში დაადანაშაულა.
რეზოლუციამ დაგმო 19 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე განხორციელებული ოცამდე თავდასხმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 21 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
„ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როცა ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების შეტანას დაუშვებს.