ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კითხვას არ სვამდეს, ვინმემ რატომ შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევრომიმართულებით – მამუკა ხაზარაძე

არიან თუ არა ოპოზიციაში ძალები, რომელთაც არ სურთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – “ღამის კურიერის” ეთერში, პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არამარტო ხელისუფლების ოპონენტების რიგებში, არამედ, მსგავსი შეხედულების მქონე ადამიანები საზოგადოებაშიც არიან.
თავის მხრივ ხაზარაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მმართველ პარტიაში, მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესია.
“ოპოზიციაში კი არა, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ იმსახურებენ იმ სტატუსს იმიტომ, რომ ესენი შინაგანად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც ჩვენ გველოდება ევროკავშირის სტატუსის მიღების პირობებში. ამიტომ, ეს გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, 1 წლის წინ, მე გამოვედი გერმანიის ელჩის რეზიდენციის წინ და გავაკეთე ძალიან მკაფიო განცხადება, რომ არის ასეთი საუბრები, მაგრამ “ლელო” პირველი დღიდანვე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მხარს უჭერს ევროკავშირის სტატუსს. რატომ? იმიტომ, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვიზალიბერალიზაცია, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული “ოცნების” დროს მივიღეთ, თუ პირიქით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობა კითხვას არ სვამდეს – ვინმემ რატომ შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევრომიმართულებით იმიტომ, რომ ამაზე ცუდი პასუხი არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყოველთვის ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან,” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს