რუსებმა უკრაინას 141 დრონით შეუტიეს, დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას, 22 სექტემბრის ღამეს, სხვადასხვა ტიპის 141 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დილის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 132 დრონი ჩამოაგდეს, ან გაანეიტრალეს.
უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმა შვიდ ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი რვა ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დღეს დილით ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. კერძოდ, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან მართვადი საჰაერო ბომბები გაუშვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 – დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს