სტატუსი “ქართულ ოცნებას” კი არ მისცეს, მისცეს ქართველ ხალხს და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ – მამუკა ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ ქართველმა ხალხმა მიიღო, რადგან ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებდა.
” ჩვენ გვახსოვს თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე, ევროკავშირის წინა ელჩზე. -ის წინა ელჩთან, მთელი კამპანია იყო გაჩაღებული მაღალი ტრიბუნებიდან. როდესაც ვიღაც რაღაც დადებითს იტყვის, იმ ადამიანებს არ უნდათ, რომ საქართველო გარეთ დარჩეს, რადგან ჩვენ ისედაც ს ხახაში ვართ. როდესაც ესენი ამბობენ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდა, კაცმა არ იცის შესრულდა თუ არა რეალურად. ეს სტატუსი “ქართულ ოცნებას” კი არ მისცეს, ეს მისცეს ქართველ ხალხს და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.
ხალხი, რომლებსაც სულ ევროპა და ამ დროს ხელისუფლება, რომელმაც მთლიანად მიგაბა რუსეთს. ბოლო 3 წელიწადში, საქართველო ეკონომიკურად და ყველა სტრატეგიული საკვები პროდუქტით, ჩამოკიდებულია რუსეთზე. ოჯახის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე არ უნდა იყო ჩამოკიდებული; ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს შენი დროშა, ჰიმნი და შენი ეკონომიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. არ შეიძლება ჩამოეკიდო იმ ქვეყანას, რომელსაც შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ხალხს გიკლავს. ასე როგორ შეიძლება?! ვერავინ ვერ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს შეგნებულად არ არის გაკეთებული. ეს არის “ქართული ოცნების” შეგნებული პოლიტიკა, რომ ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ხალხს და საქართველოს უთხრა, რომ ხმას თუ ამოიღებ ამაზე უარესად იქნები”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ