სოსო ბერიკაშვილი: ლევან, ძმაო, უპირობო მხარდაჭერა ჩემგან, მტკიცედ რომ დგახარ, ისედაც ვიცი

,,ლევან ჯობავა მთელი თავისი ცხოვრებაა იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ,” – სოსო ბერიკაშვილი.
ეკონომისტი, გადაცემა რა? სად? როდის? ინტელექტუალი სოსო ბერიკაშვილი ლევან ჯობავას უკანონოდ დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ლევან ჯობავა მთელი თავისი ცხოვრებაა იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ.
იქაც რა მოხდა – ვიღაც ნაბიჭვარი ლაწირაკი შევარდა გინებით და იარაღი ამოიღო. ლევანმა წაართვა იარაღი და გადასცა “პოლიციას”. მერე “აღმოჩნდა,” რომ ეს იარაღი კი არა რაღაც სათამაშო ყოფილა 😀. და ის ბავშვი უდანაშაულოა, ,,ჯობა” მოძალადე.
ლევანს რომ ძალადობა სდომოდა ის საცოდავი არ იქნებოდა ახლა კარგად. მართლა სიგიჟეა ეს ყველაფერი, რაშიც გვიწევს ცხოვრება.
ლევან, ძმაო, უპირობო მხარდაჭერა ჩემგან, მტკიცედ რომ დგახარ, ისედაც ვიცი.” – სოსო ბერიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ