– ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება

დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, „ქართული ოცნებაა“.
„[არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას] არანაირი შანსი არ აქვს, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ