კახა კალაძე – არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.
როგორც მ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისსა და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია ექვს მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში – თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს