კახა კალაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაზე – მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ „მსოფლიომ გაიგოს სიმართლე“.
მ მედიასთან -ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის საკითხზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა არის, დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა არის, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, გაჯერებულია სიცრუით, ქვეყნის წინააღმდეგ არის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, თუნდაც აშშ-თან, გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები, პარტნიორობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს