სომხეთი “ტრამპის გზისთვის” 145 $ მილიონის პირველ ტრანშს მიიღებს აშშ-სგან

2025 წლის 8 აგვისტოს -ს მიღწეული შეთანხმების შედეგად, სომხეთი აშშ-სგან პირველ ეტაპზე 145 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ს მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კონგრესთან ერთად მუშაობისას ჩვენ ვაპირებთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას. ეს არის პირველი ტრანში დაფინანსებისა, რომელიც მიმართულია ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამის „გზა საერთაშორისო მშვიდობასა და კეთილდღეობისკენ“ განხორციელებაზე და მასთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე, რომლებიც მიღწეული იქნა 8 აგვისტოს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს დირექტორმა, ბრენდან ჰანრაჰანმა.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს დირექტორის, ბრენდან ჰანრაჰანის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული მოვლენები და კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები, ასევე პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ მნიშვნელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს