წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს

6-თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს. ჯარისკაცებმა 6 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ყოველდღიურად იმსახურეს. საბრძოლო ქვედანაყოფში ისინი გამოცდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოამზადეს.
წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელსაც თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯარისკაცებმა სწავლებაში ჩასაფრების, პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურებისა და სანგარ-სავალის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. წვევამდელების მომზადების დონე დადებითად შეფასდა.
2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. უწყება მათ სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტრირების რიცხვი გაზარდა. მზარდი დინამიკით ხასიათდება წვევამდელთა შორის თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვიც.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში