თბილისობის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი გადასცა შვიდ ადამიანს, მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები. სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა .
საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:
· ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი;
· ნოდარ მითაგვარია – ბიოლოგი;
· ჯენარო ქრისტესაშვილი – რეპროდუქტოლოგი;
· დავით ევგენიძე – კომპოზიტორი;
· ზურაბ თურმანიძე – ზოგადი ქირუდგი;
· ნოდარ ჩხარტიშვილი – ბიოლოგი;
· ნანული აბესაძე – მსახიობი.
„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.
ფორუმი
