თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მანამდე, დღეს ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რათა უმოკლეს დროში მომხდარიყო მოძრაობის სრული აღდგენა.