პაკისტანში, საარჩევნო კამპანიისას, პოლიტიკოსს თავს დაესხნენ და მოკლეს | მოკლულია კიდევ 2 პირი

პაკისტანის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე, ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციული ასამბლეის დამოუკიდებელი კანდიდატი მალიქ კალემ ულა და კიდევ 2 ადამიანი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.
ჩრდილოეთ ვაზირისტანის პოლიციის უფროსმა როჰან ზაიბ ხანმა Reuters-ს განუცხადა, რომ კალემ ულა კარდაკარ კამპანიას აწარმოებდა, როდესაც მას თავს დაესხნენ. პოლიტიკური ლიდერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი თავდასხმების სიჭარბემ შესაძლოა 8 თებერვალს ს ჩატარებას ხელი შეუშალოს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
არჩევნები პოლიტიკურად და ეკონომიკურად პრობლემურ სამხრეთ აზიის ქვეყანაში რამდენიმე შეფერხების შემდეგ 8 თებერვალს დაინიშნა. გასულ კვირას სენატმა, საფრთხისა და ჩრდილოეთ რაიონებში მკაცრი ზამთრის გამო, არჩევნების შემდგომი გადადების შესახებ არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო.